გააგრძელე სვლა →
კერა [ke·ra]
არსებითი სახელი
ცეცხლის ადგილი სახლის შუაგულში; ოჯახის, სითბოსა და შეკრების სიმბოლო.
ცეცხლი, რომლის ირგვლივაც ყველა იკრიბება
„კერა“ „ჰერბიას“ შემქმნელებისგან მოდის — კომპანიისგან, რომელიც 2006 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სათბურებში, მწვანილსა და ბოსტნეულს ზრდის. მიწასთან ნაზარდმა ფესვებმა ახალი იდეა წარმოშვა: ერთი ეზო, სადაც იმერული სოფლის ცხოვრება, სუფრა და მასპინძლობა ერთად იყრის თავს.
ეს არის ახალი, მრავალფუნქციური სივრცე, სადაც ტრადიცია სიახლეს ხვდება: მუზეუმი, ეთნო სივრცე, სანადიმო და საცხოვრისი იმერეთის გულში.
„ჰერბიას“ დამფუძნებელი — ზურაბ ჯანელიძე · „კერას“ დირექტორი და თანადამფუძნებელი — რევაზ ჯანელიძე

ყოველ ნივთს თავისი ამბავი აქვს, ყოველი დეტალი კი წარსულს ახალ სიცოცხლეს სძენს.
— კერა ეთნო ჯგუფი





























